რას აკეთებს sender.ge ავტომატურად
- პლატფორმიდან გაგზავნილ სარეკლამო SMS-ებს ავტომატურად ერთვის გამოწერის გაუქმების მექანიზმი (SMS OFF); API არხზე დართვა კონფიგურირებადია.
- ინდივიდუალური და საზიარო შავი სიები გაითვალისწინება ყოველი დაგზავნისას და გაუქმებულ ნომერზე შეტყობინება აღარ გაიგზავნება.
- მომხმარებლის მოთხოვნით ნომრის ხელით დამატება კომპანიის შავ სიაში (მე-12 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად).
რა არის შენი პასუხისმგებლობა
- გზავნი მხოლოდ საკუთარ, თანხმობით მოპოვებულ ბაზებზე. ნომრების მოპოვება და ტექსტის შინაარსი გამგზავნის პასუხისმგებლობაა.
- საჩივრის შემთხვევაში უნდა შეგეძლოს თანხმობის დადასტურება წერილობითი ან ტექნიკური ფორმით (მაგ. ვებგვერდზე მონიშნული თანხმობა).
- მომხმარებლის პირდაპირი მოთხოვნისას აუხსენი გაუქმების მექანიზმი ან დაამატე ნომერი შენს შავ სიაში პანელიდან.