მთავარ შიგთავსზე გადასვლა
მარტივი გზა გამოწერამდე

სამი ნაბიჯი. ერთი კავშირი.

მომხმარებლისთვის მარტივია. შენთვის — ყველაფერი ერთ პანელშია.

01დაასკანერემომხმარებელი ასკანერებს QR კოდს ან ხსნის შენს ბმულს. მობილურში იხსნება ფორმა შენი კომპანიის სახელით.
02დაადასტურეშეჰყავს მობილურის ნომერი, ეთანხმება პირობებს და მიღებული SMS კოდით ადასტურებს ნომერს.
03დარჩი კავშირზედადასტურებული ნომერი ემატება გამომწერების ბაზას. შემდეგი შეთავაზება უკვე შეგიძლია SMS-ით გაუზიარო.
შენზე მორგებული პროცესი

შეაგროვე კონტაქტები.
მართე ურთიერთობა.

გამოწერის ფორმიდან შემდეგ კამპანიამდე — შენს სამუშაო სივრცეში.

ერთი კოდი. შენი აუდიტორია.

შექმენი ცალკე QR კოდი ფილიალისთვის, ღონისძიებისთვის ან შეთავაზებისთვის. თითოეულს თავისი რეგისტრაციის ბმული აქვს.

შენ არჩევ, რას კითხულობ

მობილურის ნომერთან ერთად, საჭიროების მიხედვით დაამატე სახელი, ასაკი და სქესი. ფორმა მოარგე შენი კამპანიის მიზანს.

ნომერი SMS-ით დასტურდება

გამოწერის დასასრულებლად მომხმარებელს შეჰყავს ერთჯერადი კოდი. შენს ბაზაში დადასტურებული ნომერი ხვდება.

გამომწერები ერთ სივრცეში

ნახე რეგისტრაციები თითოეული QR კოდის მიხედვით, გახსენი შესაბამისი ბაზა და მართე კოდის სტატუსი თუ რეგისტრაციების ლიმიტი.

იქ, სადაც შენი მომხმარებელია

მეტი გზა, რომ კავშირი გაგრძელდეს.

01 /

მაღაზიაში

სალაროსთან · ვიტრინაზე · შეფუთვაზე

ვიზიტორს შესთავაზე სიახლეების გამოწერა — შემდეგი აქციის შესახებ პირდაპირ მობილურზე შეატყობინე.

02 /

კაფესა და რესტორანში

მაგიდაზე · მენიუში · ქვითარზე

შეინარჩუნე კავშირი სტუმართან და გაუზიარე ახალი მენიუ, სეზონური შეთავაზება ან ღონისძიება.

03 /

ღონისძიებაზე და ონლაინ

სტენდზე · პოსტერში · სოციალურ ქსელში

ადგილზე გამოიყენე QR კოდი, ონლაინ კი რეგისტრაციის ბმული. ორივე გზა შენს გამოწერის ფორმას ხსნის.

გაქვს კითხვები?

გამოწერის შესახებ

აი, რაც დაწყებამდე დაგჭირდება.

დაგვიკავშირდი
მომხმარებელს აპლიკაციის დაყენება სჭირდება?

არა. QR კოდი ხსნის რეგისტრაციის გვერდს მობილურის ბრაუზერში. ნომრის დასადასტურებლად მომხმარებელს მხოლოდ SMS-ის მიღება სჭირდება.

შემიძლია QR კოდის ნაცვლად ბმული გავაზიარო?

დიახ. თითოეულ QR კოდს თავისი რეგისტრაციის ბმული აქვს. შეგიძლია ის გააზიარო სოციალურ ქსელში, ვებსაიტზე ან სხვა ციფრულ არხში.

სად ვნახავ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს?

პანელის „QR კოდები“ გვერდზე ჩანს რეგისტრაციების რაოდენობა. შესაბამის ბაზაზე გადასვლით ნახავ ამ კოდიდან დამატებულ ნომრებს.

შეიძლება რეგისტრაციების შეზღუდვა?

დიახ. შეგიძლია მიუთითო რეგისტრაციების ლიმიტი ან კოდი არააქტიური გახადო. პარამეტრებს QR კოდის მართვის გვერდიდან ცვლი.

შენი შემდეგი გამომწერი აქ იწყება

მიეცი მომხმარებელს
შენთან დარჩენის მიზეზი.

შექმენი პირველი QR კოდი და გააზიარე იქ, სადაც შენს ბრენდს ხვდებიან.

დაიწყე ახლავე