გადახდა და ბალანსი
-
ფიზიკური/იურიდიული პირი თანხის ჩასარიცხად ირჩევს მისთვის სასურველ მეთოდს: საბანკო გადარიცხვას, რომლის გადახდაც ხდება ინვოისის საფუძველზე, ან ბარათით გადახდის მეთოდს, რომლის კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს TBC ბანკის გადახდის სისტემა.
-
ჩარიცხული თანხა აისახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
-
პირადი კაბინეტიდან მომხმარებელს შეუძლია დაინახოს როგორც ჩარიცხვების ისტორია, ასევე გახარჯული თანხების ისტორია და არსებული ნაშთი.
თანხის დაბრუნება
-
ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებამდე მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მის ბალანსზე არსებული თანხის უკან დაბრუნება. თანხის დაბრუნება ხდება გადარიცხვით და მხოლოდ იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა ბალანსის შევსება.
SMS-ის მოცულობა
-
თუ აგზავნით ქართულენოვან SMS-ს, ან ლათინური ტექსტი შეიცავს თუნდაც 1 ქართულ (UTF-8) სიმბოლოს, ერთი SMS-ის მოცულობა მცირდება 160 სიმბოლოდან 70 სიმბოლომდე.
-
თუ ლათინური ასოებით შეტყობინება შეიცავს ემოჯის (✅ ⛱ ☕ ⚡ ❤️), ერთი SMS-ის მოცულობა მცირდება და უტოლდება ქართული (UTF-8) შიგთავსის მქონე SMS-ის მოცულობას.
-
ნებისმიერი SMS-ის გაგზავნამდე ხდება ტექსტის ანალიზი, რომელიც გატყობინებთ, რამდენი სიმბოლოა გამოყენებული ტექსტში, შეიცავს თუ არა ქართულ ან არასტანდარტულ სიმბოლოებს და რა იქნება გაგზავნის ღირებულება.
კონფიდენციალურობა
-
კონფიდენციალურობა: დამკვეთის მიერ ატვირთული სატელეფონო ნომრები არ დამუშავდება სხვა კომპანიის სასარგებლოდ ან სხვა მიზნებისთვის SENDER.GE-ს ადმინისტრაციის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იდენტური სატელეფონო ნომრები მოძიებული არის ან მომავალში მოძიებული იქნება SENDER.GE-ს მიერ კანონიერად.